Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სამართლის ფაკულტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმატების გარანტი საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი დონე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზმია.

ფაკულტეტზე ხორციელდება სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები აკრედიტებულია და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ  ყველა სტანდარტს.

თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას და მაქსიმალურად მორგებულია მათ ინტერესებზე.

საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები სასწავლო კომპონენტებთან ერთად, პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებსაც მოიცავს, მაგალითად, იურიდიულ კლინიკას, რომელიც ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში და მოწინავე იურიდიულ კომპანიებში.  სამართლის სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტის კვლევითი უნარების გამომუშავებასა და მეცნიერად ჩამოყალიბებაზე.

ფაკულტეტის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აღიარებული აკადემიური პერსონალია. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ მაღალკვალიფიციური და მოწინავე პრაქტიკოსი იურისტები.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში ცენტრალური ევროპის ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სტუდენტებს თანამედროვე სასწავლო მასალებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს მათ ცოდნის გაღრმავებაში.  ფაკულტეტის საკუთარ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა. სადაც სტუდენტს  საშუალება ეძლევა ისარგებლოს სწავლისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, საერთაშორისო საბიბლიოთეკო და ელექტრონული რესურსებით, რომელიც შეიცავს ინგლისურენოვანი იურიდიული პუბლიკაციებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ტექსტებს, და გამოიყენოს  ელექტრონული საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა „Codex”.

პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში არსებულ იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში სტუდენტთა მონაწილეობით იმართება ყველა საპროცესო სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებული იმიტირებული სასამართლო პროცესები.

 

თანამშრომლობა:         

  1. თბილისის საქალაქო სასამართლო; 
  2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
  3. "საქართველოს ნოტარიუსთა პალატა".
  4. ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრი;
  5. საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორები“;
  6. საადვოკატო ბიურო „კუბლაშვილი და პარტნიორები“;
  7. საადვოკატო ბიურო „ადვოკატთა გაერთიანება“; 
  8. კერძო საარბიტრაჟო კომპანია „დავების განმხილველი ცენტრი“- DRC;
  9. საადვოკატო ბიურო “Law Solutions”;
  10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია;
  11. ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიურო;
  12. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  13. ა.(ა).ი.პ. სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი - იურიდიული კლინიკა "ჩემი ადვოკატი".

 

 

 

 

 

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;