Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია

ლაბორატორიის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გეოგრაფიულ-პოლიტიკური რესურსების კვლევა, ახლებური კრეატიული გეოპოლიტიკური მოდელების ამოქმედება.

კვლევები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკა, ეკონომიკა,  კულტურა, ლინგვისტიკა, ეკოლოგია. კვლევებში გამოიყენება ინტერდისციპლინარული მიდგომები.

გეოპოლიტიკური მოდელირების პროცესში ყურადღება გამახვილებულია როგორც ბილატერალურ, ისე მულტილატერალურ მიდგომებზე. განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება კავკასიოლოგიურ, კავკასიურ-იბერიული კვლევებს.

ლაბორატორიაში ხორციელდება შემდეგი კვლევითი პროგრამები:

  • კავკასიური ორგანიზაციების სოციოლოგია და მარკეტინგი;
  • კავკასიოლოგიური (კავკასიურ-იბერიული) კვლევების მიმართულება;
  • საზღვრების კვლევითი ცენტრი (border studies) - ეს კვლევების მიმართულება საკმაოდ ახალია, და კავკასიაში ანალოგი არ არის. პროექტის ფარგლებში მომზადდება ლექციების კურსი, ჩატარდება კვლევები, განხორციელდება ”ამბიციური ნაციონალური პროექტების რუკების პრეზენტაციის” პროექტი;
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრი. უნიკალური კვლევითი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობებში;
  • ”ქალაქების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში” - კვლევითი პროექტი ითვალისწინებს ქალაქების მონაწილეობის კვლევას საერთაშორისო ურთიერთობებში;
  • ბილატერალური კვლევები (საქართველო-პოლონეთი, საქართველო-უკრაინის, საქართველო-თურქეთი, საქართველო-აზერბაჯანი და ა.შ.);
  • მულტილატერალური კვლევები - სხვადასხვა ქვეყნებს შორის არსებული ან მომავალი ფორმატების და განზომილებების კვლევა.

                            

ლაბორატორიაში მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პროექტზე, მაგალითად:

  • უნივერსიტეტების საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრი. უნიკალური კვლევითი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობებში;
  • ”ქალაქების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში” - კვლევითი პროექტი ითვალისწინებს ქალაქების მონაწილეობის კვლევას საერთაშორისო ურთიერთობებში;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მუზეუმი - ექსპოზიცია. კაბინეტების და დერეფნების სივრცის ეფექტური გამოყენება. (მაგალითად - პროფესორ ნოდარ კიკვაძის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტი; ნიკო მარის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

 

სტრუქტურა ხელს უწყობს კავკასიის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ცნობილი სპეციალისტების მოზიდვას, სტუდენტების და აბიტურიენტების ინტერესის ზრდას. ლაბორატორიაში ხორციელდება კვლევითი პროგრამები. სტუდენტები პროფესორებთან ერთად ქმნიან ახალ ინტელექტუალურ პროდუქციას სტატიების, პროექტების და ინსტიტუციების სახით.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;