Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ფაკულტეტის საბჭო

ფაკულტეტის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმიანობის მიმართულებასა და პოლიტიკას. ფაკულტეტის საბჭოს თავჯმდომარეობს დეკანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტზე არჩეული აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ფაკულტეტზე.

 

ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • შეიმუშავებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
  • ადგენს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გეგმას;
  • სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით  ამზადებს  ყოველწლიურ  სამეცნიერო ანგარიშს;
  • ახორციელებს მიმდინარე პროექტების, მათ შორის საგრანტო  პროექტების შესრულების მონიტორინგს;
  • განიხილავს მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა  საკითხს; 
  • ახდენს ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილებას  და  წარუდგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;
  • განიხილავს ფაკულტეტზე დაგეგმილ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმდინარე  საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განსახორციელებელ ცვლილებებს.  საბჭოს დასკვნა და რეკომენდაცია წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს;
  • წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;
  • განიხილავს ფაკულტეტის წინაშე მდგარ სხვადასხვა მიმდინარე საკითხს, რომელის გადაჭრის კომპეტენცია ცდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას.

 

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;