Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დემოგრაფიული პრობლემების კვლევის ცენტრი

ცენტრის ძირითადი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.

ცენტრის ფუნქციებში შედის:

  • დემოგრაფიული განვითარების ოპტიმალური რეჟიმის უზრუნველსაყოფად ფიზიკურად, ფსიქიკურად და მორალურად ჯანსაღი თაობის რეჟიმის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის კვლავწარმოება;
  • საერთაშორისო დემოგრაფიულ ორგანიზაციებთან და ფონდებთან, მდიდარი დემოგრაფიული გამოცდილების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, პრიორიტეტების განსაზღვრა და კოორდინაცია, საერთაშორისო დემოგრაფიულ სტრუქტურებთან ინტეგრირება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, აგრეთვე, კერძო სტრუქტურებიდან დემოგრაფიული განვითარებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვა;
  • დიფერენცირებული რეგიონული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის წინადადებების მომზადება;
  • მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლება;
  • მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური კულტურის ამაღლება. მოსახლეობის ინფორმირება კონტრაცეპტივების, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების, როგორც აბორტის თავიდან აცილების, უშვილობის პროფილაქტიკისა და დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის ყველაზე საიმედო საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;
  • ქორწინებისა და მყარი ოჯახის პროპაგანდა, ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ლიტერატურის გამოცემა. უცოლო მამაკაცებისა და გაუთხოვარი ქალების დაქორწინებისთვის, აგრეთვე, განქორწინებულთა და დაქვრივებულთა ხელმეორედ დაოჯახებისთვის დადებითი საზოგადოებრივი აზრის შექმნა;
  • დემოგრაფიული სიტუაციის შესაბამისი სწორი, ერთიანი საზოგადოებრივი აზრის შემუშავება, დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიმართულებათა და ღონისძიებათა შესახებ მოსახლეობის ფართო მასების სისტემური ინფორმირება;
  • დემოგრაფიული მაჩვენებლების მყარი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
  • როგორც საქართველოს, ისე კავკასიის დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა და გაშუქება;
  • შობადობის ამაღლების ღონისძიებების დასახვა, ამ მიზნით საქართველოს ახალგაზრდობის სოციალურ-დემოგრაფიულ ფასეულობათა თავისებურებების შესწავლა და მის საფუძველზე სწორი პოლიტიკის შემუშავება;
  • მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის ქვეყნის გარეთ მიგრაციის დიდი მასშტაბებისა და უმართავი პროცესების მიზეზების კვლევა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის საქართველოს ეთნიკურ-დემოგრაფიულ მომავალს;
  • საქმიანი კონტაქტების დამყარება სამეცნიერო წრეებთან, განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან;
  • დემოგრაფიული ნაშრომების, ბუკლეტების კალენდრებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემა;
  • სხვა სამუშაოების ჩატარება, რომელიც ემსახურება ცენტრის მიზნებს და არ არის კანონმდებლობით აკრძალული.

 

ანზორ თოთაძე

დემოგრაფიული პრობლემების კვლევის ცენტრის ხელძღვანელი

ელ.ფოსტა: anzor.totadze@ciu.edu.ge

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 61, 31, 135, 171, 197;
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;