Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბიზნესის

ბიზნესის ფაკულტეტი უნივერსიტეტში ერთ-ერთი წამყვანია. დღეისათვის ის ოთხ საბაკალავრო, სამ სამაგისტრო და ერთ სადოქტორო პროგრამას ახორციელებს. ესენია:

  • მენეჯმენტისა და ტურიზმის ქართულენოვანი, ფინანსების ქართული  და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამები;
  • საერთაშორისო მარკეტინგის ქართული და ინლისურენოვანი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამები; 
  •  ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.

ბიზნესის ფაკულტეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. ფაკულტეტს ემსახურებიან კვალიფიციური პროფესორები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები.

ფაკულტეტის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს ეროვნული მეურნეობისათვის ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმატებით მართავენ ბიზნეს-პროცესებს და გარემოს, საფინანსო-საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, ტურისტული დარგის საწარმოებს და იკვლევენ საერთაშორისო ბაზარს.

ფინანსების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. უზრუნველყოფილია  სტუდენტების სტაჟირება საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შემდეგი დასაქმების პერსპექტივით. ამ პროგრამის სტუდენტებისათვის ტარდება გასვლითი ლექციები საქართველოს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებში.

მენეჯმენტის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ბიზნეს-საგანმანათლებლო სივრცისათვის ისეთ ახალ და აქტუალურ მიმართულებებზე, როგორიცაა: გუნდური პროექტების, მეწარმეობისა და ბიზნეს-გეგმების მომზადება და პრეზენტაცია. თეორიული სწავლების პარალელურად საკონტაქტო საათების დიდი რაოდენობა ეთმობა პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტული სიტუაციების განხილვას, ჯგუფური ან ინდივიდუალური საშინაო დავალებებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროექტების მომზადებას, ბიზნეს-ლიდერებთან შეხვედრებს, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აჩვენონ საკუთარი ცოდნა, იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და გახდნენ ბიზნეს-პროცესების თანამონაწილენი. პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში. მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი, სადაც ხშირად იმართება ღონისძიებები დარგის პრაქტიკოსი მუშაკების მონაწილეობით. ტურიზმის პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო პროცესის ფარგლებში ტარდება დარგის სპეციალისტთა ლექციები, მასტერკლასები, გასვლითი ლექციები ტურისტული პროფილის საწარმოებში, სასწავლო ექსკურსიები. სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკა ხორციელდება სასტუმრო-სანატორიუმებსა და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში.

ახლახან ჩამოყალიბდა საფაკულტეტო ცენტრი ტურისტულ კომპანიასთან „ნიუჯორჯია“, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა ტურისტულ გასვლებს. სპეციალური პროგრამის – „გაიცანით საქართველოს“ – ფარგლებში შექმნილია ერთკვირიანი ტური უცხოელი სტუდენტებისათვის. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება HRS-თან (სასტუმროებისა და რესტორნების სისტემა), რომელიც დარგის ყველა ნოვაციას გაგვაცნობს.

პროგრამაში გათვალისწინებულია სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფს, მაგალითად, გლობალური დაჯავშნის კომპიუტერული სისტემების პრაქტიკულ კურსს სტუდენტები გაივლიან ტურისტულ კომპანიებში, სადაც შეისწავლიან სასტუმროს ფუნქციონირების, ავიაბილეთებისა თუ სასტუმროების დაჯავშნის აღიარებულ საერთაშორისო სისტემას AMADEUS-ი. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტის არჩევანის შესაბამისად, გათვალისწინებულია მეორე უცხო ენის სწავლება.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ერთ–ერთი მოთხოვნადი პროგრამაა, რასაც ადასტურებს ყოველწლიურად ამ პროგრამაზე სწავლის მსურველ მაგისტრანტთა მზარდი რაოდენობა.  პროგრამის სტუდენტები სწავლის პარალელურად წარმატებით მუშაობენ ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში.

2014 წლიდან ფაკულტეტის სამაგისტრო აკადემიურ პროგრამებს კიდევ ორი პროგრამა შეემატა:  საერთაშორისო მარკეტინგის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამები.

2012 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაც.                   

ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციებში. სამომავლოდ იგეგმება საუკეთესო სტუდენტების საერთაშორისო კონფერენციებზე მივლინება.

მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA), რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ტარდება,  2015 წლის 7–8 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

მისი მიზანი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებაა.  ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაში 50-მდე უცხოელი პროფესორი მონაწილეობდა.

ფაკულტეტი ჩართულია “TEMPUS”–ის საერთაშორისო–საგანმანათლებლო პროგრამაში Projekt No. 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES – CruiseT „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea Region“. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერში უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერთდღიან ვორქშოპს, რომელშიც 30-მდე უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა.

ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს იმისათვის, რომ მისი სტუდენტები  წარმატებულები, ხოლო კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე მოთხოვნადნი იყვნენ.

 

თანამშრომლობა:

  1. შპს აჭარა პლუსი სასტუმრო Holiday Inn;
  2. სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“;
  3. შპს „ნატახტარი 2005“;
  4. სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასი“;
  5. საოჯახო სასტუმრო შპს „გუდანი 2“;
  6. ტურისტული კომპანია შპს „მეგზური“;
  7. ტურისტული რუქების დამამზადებელი კომპანია შპს „ჯეოლენდი“;
  8. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი;
  9. სს ბანკი რესპუბლიკა;
  10. სს სადაზღვევო კომპანია კოპენბური;
  11. ტურუსტული კომპანია ​ჯი.თი. ტური;
  12. ტურისტული კომპანია "ნიმა ტურსი";
  13. ''სასტუმრო ფანდი''.
 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;