Top
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინფორმაცია ქვეყნის შესახებ

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ევროპისა და აზიის გზათა შესაყარზე, კავკასიის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში. კავკასია მოიცავს ტერიტორიას შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად, ჩრდილოეთ, ანუ იმიერკავკასიად და სამხრეთ, ანუ ამიერკავკასიად ყოფს. საქართველო ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

 

საქართველოს ტერიტორია 69700 კვადრატული კმ-ია. დასავლეთით მას შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთით და სამხრეთით კი კავკასიონის დიდი და მცირე ქედები აკრავს. დიდი კავკასიონის ქედი გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. იგი იყოფა სამ ნაწილად, დასავლეთ კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრალური კავკასიონი (იალბუზსსა და მყინვარწვერს შორის) და აღმოსავლეთი კავკასიონი (მყინვარწვერის აღმოსავლეთით). სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი, სამხრეთ აღმოსავლეთით სომხეთი, აღმოსავლეთით კი აზერბაიჯანი უწევს მეზობლობას. ჩრდილოეთის საზღვარზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, კრასნოდარის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილო ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტანის რესპუბლიკები. ქვეყნის ტერიტორიის 36% ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლეზეა. საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 5000 მ-ზე მეტი სიმაღლის ორი მწვერვალია: შხარა - 5068 მ და ყაზბეგი (მყინვარწვერი) - 5037 მ.

 

საქართველო მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით, თუმცა ისინი არათანაბრადაა განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში. ჰიდრორესურსებით გაცილებით მდიდარია დასავლეთ საქართველო, მდინარეთა უმრავლესობა უშუალოდ ერთვის შავ ზღვას. საქართველოში 850-ზე მეტი ტბაა. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 170 კვ. კმ-ია. საქართველოს ნიადაგები მეტად მრავალფეროვანია.

 

კლიმატი

საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან: სუბტროპიკული ზონის, არალ-კასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების შესაყარზე. ლიხის ქედი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა ნაწილების კლიმატის კონტრასტულობას. დასავლეთ საქართველოს კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოში - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, ხოლო სამხრეთ საქართველოში - კონტინენტური. ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე გავლენას ახდენს შავი ზღვა და დიდი კავკასიონის მთები, რომლებიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავენ.

 

თბილისი

საშუალო ტემპერატურა: იანვარი -1,0°C; აპრილი +12,1°C; ივლისი +24,4°C; ოქტომბერი +13,8°C; წლიური +12,8°C.

საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა: იანვარი -6,2 °C; აპრილი +18,2 °C; ივლისი +30,8 °C; ოქტომბერი +19,9 °C; წლიური +18,7 °C.

 

საშუალო მინიმალური ტემპერატურა:: იანვარი _0.1 °C აპრილი +7,4 °C; ივლისი +19,0 °C; ოქტომბერი +9,4 °C; წლიური +8,0 °C.

 

აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა: იანვარი +20 °C; აპრილი +32 °C; ივლისი +41 °C; ოქტომბერი +33 °C.

 

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა: იანვარი _23 °C; აპრილი _4 °C; ივლისი +9 °C; ოქტომბერი _5 °C.

 

ვალუტა

საქართველოს ეროვნული ვალუტა არის ქართული ლარი. GEL.

 

1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას.

მიმოქცევაში არის 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები, ასევე 1, 2 ლარიანი მონეტები. ლარის მეასედ ნაწილს ჰქვია თეთრი. მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები.

საქართველოს მოქალაქეებსა და სტუმრებს ქალაქის ნებისმიერ რაიონში შეუძლიათ უცხოური ვალუტის გადაცვლა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე ან პირიქით. ფულის გადაცვლა შესაძლებელია ბანკებში და ქალაქის სხვადასხვა უბნებში განლაგებულ ფულის გადამცვლელ პუნქტებში, რომელთა გარკვეული ნაწილი 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს.

 

სახელმწიფო ენა

საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო ენაა ქართული. იგი კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და მასზე 4 მილიონზე მეტი ადამიანი მეტყველებს.

 
 
მისამართი: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
 
ტელეფონი: (+995 32) 261 12 98;
(+995 32) 294 59 92;
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "ღრმაღელე";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 31, 49, 61,135, 171, 197.
 
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ურეკის ქუჩა N 2;
 
ტელეფონი: (+995 32) 210 52 03;
(+995 32) 230 86 41
 
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
 
მეტრო: "გურამიშვილი", "სარაჯიშვილი";
ავტობუსი N: 17, 60, 94, 95;
მიკროავტობუსი N: 49, 60, 91, 135, 171, 197;
ურეკის ქუჩიდან ავტობუსი N: 21, 62;
ურეკის ქუჩიდან მიკროავტობუსი N: 126;