ბიზნესის ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ელფოსტა ბეჭდვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 და 2007 წლებში უნივერსიტეტმა პირველად წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ასევე წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და 2012 წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, უნივერსიტეტის სტატუსი. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანი გახდა. უნივერსიტეტში ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა იფუნქციონირებს.

განათლების სისტემის რეფორმა სათანადოდ აისახა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში. უნივერსიტეტი მიზანმიმართულად წარმართავს თავის საქმიანობას. სტუდენტთა სწავლა-აღზრდისა და მათი პროფესიული დაოსტატების საქმეს სათანადო გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები ემსახურებიან. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების თანამედროვე მეთოდები; ინერგება სიახლეები: შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები. დღეისათვის სწავლა მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამებზე. უნივერსიტეტში იქმნება ინტერდისციპლინური პროგრამები, სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. აღნიშნული კი კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეო-კონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა.

უნივერსიტეტი სწავლების ხარისხის ასამაღლებლად სათანადო ყურადღებას უთმობს სტუდენტთა მოსაზრებებს, რაც მიიღწევა მათი აქტიური ჩართვით აკადემიური პროცესების შეფასებაში. სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს მსოფლიოს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდი. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის” პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას. სტუდენტებს მინიჭებული აქვთ სრული თავისუფლება სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევანში. მათ შექმნილი აქვთ თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს.

უნივერსიტეტში გამოიცემა რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე.”ასევე გამოიცემა საუნივერსიტეტო სტუდენტური გაზეთი და საუნივერსიტეტოს ტუდენტური ჟურნალი .

უნივერსიტეტი თანამშრომლობს „ოდლარ იურდუს“ (აზერბაიჯანი), ბრნოს ტექნიკურ, კავკასიის უნივერსიტეტსა (აზერბაიჯანი) და სულეიმან დემირელის (თურქეთი) უნივერსიტეტებთან, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან (იტალია), რაც იძლევა სწავლებისა და მეცნიერული კვლევების გამოცდილების გაზიარების, სტუდენტთა და პროფესორთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების საშუალებას, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას - კულტურათაშორის დიალოგისა და ინტეგრაციის საფუძვლებს.

ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
თქვენ ამჟამად იმყოფებით უნივერსიტეტის შესახებ უნივერსიტეტის ისტორია